ბათუმში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერმა გადაუარა

ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ბათუმში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეგობრები ზღვაში სკუტერით შევიდნენ.
„მეგობრები ერთად იყვნენ შესულები ზღვაში, სკუტერით, ერთ-ერთი მათგანი გადახტა სკუტერიდან, მეორე მეგობარმა ვერ დაინახა და, სამწუხაროდ, გადაუარა“, - ამბობს თვითმხილველი.
ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.