რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ხვალ 16:00 საათიდან გაიხსნება

საბაგირო გზაზე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 16 აგვისტოს, 10:00 საათის ნაცვლად მგზავრებისთვის 16:00 საათიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოებია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
გარდა ამისა, თბილისში ასევე ფუნქციონირებს კუს ტბის და ბაგების საბაგირო.