„პირფერობა და ორმაგი სტანდარტები“: ლავროვი ნიგერის მოვლენებს გამოეხმაურა

Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დასავლეთი ერთობლივად მოითხოვს დემოკრატიის აღდგენას ნიგერში, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაზე ყურადღება თითქმის არ გაამახვილა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„შეხედეთ, როგორ მეგობრულად ეხმაურება დასავლეთი ნიგერში სახელმწიფო გადატრიალებას და დემოკრატიის აღდგენას მოითხოვს", — აღნიშნა ლავროვმა მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციის გახსნისას.

მისი თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც წარსულში, 2014 წელს უკრაინაში მომხდარი „სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება“ და ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოგდება დასავლეთმა თითქმის რეაგირების გარეშე დატოვა.
„პირფერობისა და ორმაგი სტანდარტების ამგვარი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება“, — დასძინა ლავროვმა.
ნიგერელმა სამხედროებმა ივლისის ბოლოს ეროვნული ტელევიზით განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმა ხელისუფლებიდან გადააყენეს. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის ლიდერებმა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურმა თანამეგობრობამ (ECOWAS) გადატრიალება დაგმეს. აგვისტოს დასაწყისში ECOWAS-ის ქვეყნებმა ნიგერში სამხედრო ინტერვენციის გეგმა შეიმუშავეს.