თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დედებისა და შვილების დიდ მეგობარს, ცნობილ უკრაინელ პედიატრს, უმაღლესი კატეგორიის ექიმ ევგენი კომაროვსკის მშობლები ხშირად უგზავნიან შეკითხვებს მათთვის საინტერესო თემებზე.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მშობელმა მას ასეთი კითხვით მიმართა:
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მშობელმა მას ასეთი კითხვით მიმართა:
„ოჯახის ექიმმა ჩვენს პატარას ღამ-ღამობით ორი წვეთი „ვალერიანკა“ დაუნიშნა — კარგი ძილისა და კოლიკების მოსახსნელად.... ბავშვი სულ შვიდი დღისაა. შეიძლება, რომ ასე მოვიქცეთ? ან რა მოხდება, თუ ორის ნაცვლად ოთხ წვეთს მივცემთ?“
აი, რა უპასუხა კომაროვსკიმ მშობელს:
გპასუხობთ მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად მაღელვებს თქვენი ბავშვის მომავალი.
პირველი: სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ ექიმი, რომელსაც კავშირი აქვს ცივილიზაციურ მედიცინასთან.
პირველი: სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ ექიმი, რომელსაც კავშირი აქვს ცივილიზაციურ მედიცინასთან.
თუ ასეთს ვერ იპოვით, მაშინ თავად მოგიწევთ, ბევრად აქტიურად და ღრმად შეისწავლოთ მედიცინის საფუძვლები — დამოუკიდებლად.
მეორე: დაიმახსოვრეთ, რომ:
·შვიდი დღის ბავშვს კოლიკები არ აქვს;
ვალერიანის წვეთებს არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვების მკურნალობასთან.
რაც შეეხება იმას, რა მოხდება, თუ ორის ნაცვლად ოთხ წვეთ „ველერიანკას“ მისცემთ, დიდი ალბათობით, არაფერი სერიოზული. მაგრამ მაინც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ მშობლები ხშირად თავისით ზრდიან ექიმის მიერ დანიშნულ დოზას — ჰგონიათ, რომ ასე უფრო ჩქარა მისცემენ საშველს ბავშვს. მაგრამ მსგავს „თვითშემოქმედებას“, როგორც წესი, ცუდი შედეგები მოსდევს ხოლმე და სახიფათოც კია პატარისთვის.
ამიტომ, შეწყვიტეთ პრაქტიკული ექსპერიმენტები ბავშვზე და ისწავლეთ ახალშობილის სწორი მოვლა.
მესამე: თუ ბავშვი სულ შვიდი დღისაა, შფოთავს და ნორმალურად არ სძინავს, იცოდეთ, რომ პრობლემა კოლიკებში კი არ არის (ამ ასაკში ეს უბრალოდ ფიზიოლოგიურადაა შეუძლებელი), არამედ არანორმალურ გარემოში, რომელშიც ის იმყოფება. ესენია:
არასწორი ტემპერატურა,
არასწორი ტენიანობა,
არარაციონალური რეჟიმი,
შეუფერებელი ტანსაცმელი.
ამიტომ უპირველესად სწორედ ამ გარემოს „განორმალურებით“ უნდა დაკავდეთ.