ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, თუმცა ქვეყანა კვლავ თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ რჩება

მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34-36 გრადუსს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 35-37 გრადუსს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31-36 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალმთაში კი 26-31 გრადუსამდე მოიმატებს.
უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.