თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ნიგერის ამბოხებულთა მთავრობა დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური გაერთიანების (ECOWAS) ლიდერებთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა, რომელიც მანამდე ნიგერს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობის გამო, იუწყება Al Jazeera.
„ჩვენ ოპტიმიზმით ველით, რომ ECOWAS-თან მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება", — განაცხადა ალი მაჰამან ლამინ ზეინმა, რომელიც ამბოხებულებმა პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.
ცოტა ხნის წინ ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმს სახელმწიფო ღალატის მუხლით წაუყენებენ ბრალს. ECOWAS მის გათავისუფლებასა და ხელისუფლებაში დაბრუნებას მოითხოვს.
ნიგერში სამხედრო გადატრიალება 27 ივლისის ღამით მოხდა. ECOWAS ამ დროისათვის სამხედრო ინტერვენცი ასამზადებს. ამბოხებულები აცხადებენ, რომ ნიგერში შეჭრის შემთხვევაში მოჰამედ ბაზუმს მოკლავენ. მალი და ბურკინა-ფასო, სადაც გასულ წლებში ასევე მოხდა გადატრიალებები, ნიგერში ინტერვენციას ომის გამოცხადებად მიიჩნევენ.
წყარო: Al Jazeera