„გამარჯვების დღე": თბილისის „დინამოს" ლეგენდარული გამარჯვების შესახებ ფილმს იღებენ

თორაძე „დინამოს" ლეგენდარული გამარჯვების შესახებ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებს.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორი გოგი თორაძე იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს „გამარჯვების დღე", რომელიც თბილისის „დინამოს" ლეგენდარულ მატჩზე მოგვითხრობს „კარლ ცაისთან".
თბილისის „დინამომ" 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო. ტურნირის ფინალში „დინამომ" იენის გუნდს „კარლ ცაისს" 2:1 მოუგო. გოლები გაიტანეს ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ.
„ეს არის ნახევარსაათიანი სატელევიზიო ფილმი. ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში განვითარდა მოვლენა რეალურად, რაც აღწერილია. დიუსელდორფში როცა იყო თამაში, აქ იტალიურ ეზოში დილიდან შეიკრიბნენ - მეზობლებმა გადაწყვიტეს, რომ ერთად უნდა ნახონ ეს მატჩი", - განაცხადა რეჟისორმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
გადაღება თბილისში, წინამძღვრიშვილის 83 ნომერში მიმდინარეობს. გადაღებები სექტემბერში დამთავრდება, ხოლო მაყურებელი ფილმს ოქტომბერში იხილავს.