ლეგენდარული ფრედი მერკურის ქონება აუქციონზე გაიყიდება - ფოტო

ლონდონის ცნობილმა აუქციონმა Sotheby’s ლეგენდარულ ბენდ Queen-ის ფრონტმენ ფრედი მერკურის უნიკალური ნივთევის კოლექცია წარმოადგინა
Sputnik
აუქციონზე გამოიფინა ფრედი მერკურის სასცენო კოსტიუმები, მისი საყვარელი იაპონური კიმონოები, ვარსკვლავის იშვიათი ფოტოები, ოქროს და პლატინის დისკები, სიმღერების ხელნაწერი ტექსტები და სწორედ ის Yamaha-ს როიალი, რომელზეც შეიქმნა „ბოჰემური რაპსოდია“.
ფრედი მერკურის ნივთების გამოენა „Freddie Mercury, A World of His Own“ მსოფლიო როკ-ვარსკვლავის დაბადების დღემდე - 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
1 / 11

აუქციონამდე მომღერლის ნივთები გამოიფინება

2 / 11

ექსპონატებს შორის არის სიმღერების ხელნაწერი ვერსიები და ხელოვნების ნიმუშები მერკურის სახლიდან

3 / 11

ასევე შავი როიალი Yamaha, რომელზეც ფრედიმ შექმნა არაერთი ცნობილი ჰიტი, მათ შორის „ბოჰემური რაპსოდია“

4 / 11

ზოგიერთი ნივთი უკვე გამოიფინა ინტერნეტ აუქციონზე

5 / 11

ცოცხლად ვაჭრობა კი 6-8 სექტემბერს შედგება

6 / 11

ფრედი მერკურის მუსიკალური ავტომატი აუქციონზე

7 / 11

აუქციონის თანამშრომელი უჩვენებს ფრედის ულვაშის სავარცხელს

8 / 11

ფრედი მერკურიმ ლონდონში მდებარე საკუთარი სახლი, რომელსაც „Garden Lodge“ ქვია, და მთელი ქონება დაუტოვა ყოფილ პარტნიორ და ახლო მეგობარ მერი ოსტინს

9 / 11

ის მუსიკოსის ნივთების კოლექციას 32 წლის განმავლობაში ინახავდა, სანამ მათი გაყიდვა გადაწყვიტა

10 / 11

ოსტინი მოგების ნაწილს საქველმოქმედო ორგანიზაცია Mercury Phoenix Trust-ს გადასცემს, რომელიც აივ-ინფექციას ებრძვის. ორგანიზაცია ჯგუფ „ქუინის“ წევრებმა დააფუძნეს ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ. თანხა ასევე გადაეცემა ელტონ ჯონის „შიდსთან“ ბრძოლის ფონდს

11 / 11

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მერკურის ქონება ჯამში 13,5 მილიონ დოლარს შეადგენს