ამინდი ბათუმში: 14-20 აგვისტოს ზუსტი პროგნოზი

ბათუმში მთელი კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დღისით 30 გრადუსს არ ჩამოცდება, ღამით კი მინიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი იქნება, დროგამოშვებით კი იწვიმებს.
ორშაბათს, 14 აგვისტოს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, შესაძლებელია წვიმაც. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 25, დღისით მაქსიმალური კი 32 გრადუსი იქნება.
სამშაბათს, 15 აგვისტოს, ბათუმში მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 30, ღამით მინიმალური კი პლუს 24 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 16 აგვისტოს, ბათუმში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24, დღისით მაქსიმალური პლუს 33 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 4 მეტრი იქნება.
ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, ბათუმში მოიღრუბლება, მაგრამ წვიმა მოსალოდნელი არ არის. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 24, დღისით მაქსიმალური კი 30 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 18 აგვისტოს, ბათუმში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 23 გრადუსი, მაქსიმალური კი 32 გრადუსია მოსალოდნელი.
შაბათს, 19 აგვისტოს, ბათუმში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 30, ღამით მინიმალური კი პლუს 21 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
კვირას, 20 აგვისტოს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური პლუს 30 გრადუსი იქნება.