თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა აფეთქების საფრთხის გამო ეიფელის კოშკიდან ვიზიტორების ევაკუაცია მოახდინეს, იუწყება ტელეარხი BFMTV.
„შაბათს შუადღის საათებში, ბომბის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ეიფელის კოშკის სამივე სართულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია განხორციელდა“, - იუწყება ტელეარხი.
შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ. ღირსშესანიშნაობა დამთვალიერებლებისთვის ამჟამად დახურულია.