თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭები სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ, წერს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
„შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, - წერს კალაძე.
კალაძის თქმით, 17 ქართველი გმირის აბავი მაგალითია მომავალი თაობებისთვის, თუ რაოდენ ძვირფასია სამშობლო და თავისუფლება.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.