აქციის ორგანიზატორების თქმით, ადამიანები, რომლებიც წარსულში საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ მძიმე მდგომარეობის გამო წლების წინ ქვეყნიდან წავიდნენ, ახლა ბევრ სირთულეს აწყდებიან. მაგალითად, ეს არის ქართულ ენასა და ისტორიაში გამოცდების ჩაბარება, ან მათი განცხადებების მრავალთვიანი განხილვა.
მომიტინგეებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს – შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს გაუმარტივებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების ან აღდგენის პროცესი მარტივი უნდა იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ქართველისთვის.