თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. სომხურმა ავიაკომპანია Armenian Airlines-მა 11 აგვისტოდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფრენები კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: armenianairlines.am.
2022 წელს სომხეთიდან საქართველოში 742.593 ვიზიტი დაფიქსირდა.