თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი".
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე ერთმანეთს „მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.