მსოფლიო დღეს

აღმოჩენილია სამი ახალი წყალქვეშა ვულკანი

Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ერთკვირიანი ღრმაწყლოვანი ექსპედიციის დროს მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა — სიცილიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ადრე მეცნიერებისთვის უცნობი სამი წყალქვეშა ვულკანი აღმოაჩინეს, წერს The Guardian.
მეცნიერების თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, თუმცა მკვლევარებმა ჯერ ზუსტად არ იციან, არიან თუ არა წყალქვეშა გიგანტები კვლავ აქტიურები.
მკვლევართა განმარტებით, ახლად აღმოჩენილი წყალქვეშა ვულკანები დაახლოებით 6 კილომეტრის სიგანისა 150 მეტრი სიმაღლისაა. ისინი უერთდებიან სხვა ვულკანური კონუსების სერიას, რომლებიც 2019 წელს აღმოაჩინეს ოკეანოგრაფიისა და ექსპერიმენტული გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (OGS) მეცნიერებმა.
მკვლევართა ჯგუფმა ამ ვულკანების ამგები ქანების, მათ შორის ლავის ნიმუშების შეგროვება მოახერხეს, რომლებსაც უახლოეს თვეებში შეისწავლიან.