რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ივლისში

მგზავრთა უმრავლესობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თბილისისა და ბათუმის აეროპორტები 2023 წლის ივლისში 503.277 მგზავრს მოემსახურნენ, იუწყება ამ აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia.
კომპანიის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის ივლისში მოემსახურა 403.474 მგზავრს, რაც 2022 წლის ივლისის მონაცემზე 14%-ით მეტია და 5%-ით მეტია 2019 წლის ივლისის მაჩვენებელზე, რომელიც ტურიზმის მხრივ რეკორდული წელი იყო საქართველოსთვის.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ივლისში ის მოემსახურა 99.803 მგზავრს. ეს 3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 1%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისის მაჩვენებელზე.
საქართველოში 2023 წლის 1 ივლისისთვის რეისებს 48 ავიაკომპანია 88 მიმართულებით ახორციელებდა.