მოგზაურობა საქართველოში: ტურისტებს შესაძლოა გადასახადი დაუწესდეთ - ვიდეო

უნდა დაუწესდეთ თუ არა ტურისტებს გადასახადები? - რას ფიქრობენ ამის შესახებ საქართველოს სტუმრები.
Sputnik
საქართველოს ტურიზმის განვითარების ინსტიტუტმა წამოაყენა წინადადება, რომ უცხოელ ტურისტებს სასტუმროში გატარებული ყოველი დღისათვის ერთი ლარის გადასახადი დაუწესდეთ.
ამგვარი გადასახადიდან შეკრებილი თანხები გადაირიცხებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, რაც შემდგომში ქალაქებისა და სოფლების განვითარებას მოხმარდება. ტურიზმის განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ეს ყოველწლიურად ბიუჯეტს დამატებით ათობით მილიონ ლარს მოუტანს.
ინსტიტუტი ასევე განიხილავს თანხის ყოველწლიურად მცირე ოდენობით ზრდის შესაძლებლობას, მაგალითად, 10 თეთრით.
„Sputnik-საქართველოს“ გამოკითხვის თანახმად, ტურისტები მოხარული იქნებიან, დაეხმარონ ქვეყანას, მით უმეტეს, ასეთი სიმბოლური თანხის გადახდით.