თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5, რომელსაც პრესაში „ერისი" უწოდეს, მსოფლიოში აქტიურად ვრცელდება, თუმცა, გლობალურ მასშტაბში იგი ამ დროისათვის ჯანმრთელობისთვის დაბალ რისკს წარმოადგენს, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პრეს-რელიზში.
„არსებული ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ EG.5-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი დაბალია. EG.5 ინტენსიურად ვრცელდება, მაგრამ არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „ომიკრონის" სხვა ვარიანტები და ამჟამად ცირკულირებადი VOIS (COVID-19-ის ვარიანტი)", – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გავრცელების ზრდის მიხედვით და იმუნიტეტის დაძლევის უნარის გამო „ერისი“, შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში დომინანტური ვარიანტი გახდეს.