საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

13 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოს ნაკრები დაიწყებს ასპარეზობას.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გუნდის ანგარიშზე შვიდი მედალია და შვიდივე პარაძიუდოს ნაკრების წევრებმა მოიპოვეს.
ტურნირზე სულ 45 ქვეყნის 1,5 ათასი პარაათლეტი ასპარეზობს. პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები ტურნირზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 პარასპორტსმენით არის წარმოდგენილი.
შეჯიბრებაზე საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრები შვიდი მედლით (ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო) მესამე ადგილზეა.
13 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოს ნაკრები დაიწყებს ასპარეზობას.