ანტონოვი: რუსეთი ღიად ტოვებს შავი ზღვის ინიციატივის განახლების კარს

Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. რუსეთი ღიად ტოვებს კარს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენისთვის, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მის განხორციელებაში არსებული გადახრების აღმოფხვრა, განაცხადა რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა.

„რუსეთმა, როგორც პასუხისმგებლიანმა „დერჟავამ“, რომელიც დაინტერესებულია უღარიბესი სახელმწიფოებისთვის ტვირთის შემსუბუქებით, არაერთხელ, მათ შორის უმაღლეს დონეზე, განაცხადა, რომ მარცვლეულის გარიგების აღდგენის კარი ღია რჩება. რაც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგანაა საჭირო — ეს ისაა, რომ საქმით და არა სიტყვით აღმოიფხვრას გადახრები სასოფლო-სამეურნეო შეთანხმებების რეალიზაციაში. მათ შორის ბარიერები რუსული აგროექსპორტისთვის მსოფლიო ბაზრებზე“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან ანტონოვმა ამერიკელების განცხადებებს, რომ სურსათისა და სასუქის მიწოდებაზე სანქციები არ ვრცელდება, „კიდევ ერთი საინფორმაციო ტყუილი“ უწოდა. მისი თქმით, რუსული კომპანიები კვლავაც ეჯახებიან ფინანსურ და ლოგისტიკურ სირთულეებს, „მაშინაც კი, როცა საქმე ღარიბი რეგიონებისთვის სასუქების უანგარო გადაცემას ეხება“.