საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს

ბავშვებით ვაჭრობის გარდა, ბოროტმოქმედები უკანონო გაშვილებითაც იყვნენ დაკავებული, იუწყებიან პოლიციაში.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში ბავშვებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა 9 პირი დააკავა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე. მათ ბრალად ედება ბავშვებით და კვერცხუჯრედებით უკანონო ვაჭრობა.
პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფება მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ჯგუფი, ბავშვებით ვაჭრობის გარდა უკანონო გაშვილებითაც იყო დაკავებული.