GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს 9 აგვისტოს 12:00 საათიდან 10 აგვისტოს 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP საბურთალოს რაიონში, ღლონტის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ქოშიგორას, სოფელ ზურგოვანს, დიდ დიღომს მიკრორაიონებით, ნოზაძის, ხელაშვილის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, ფერაძის, მირიან მეფის, თინათინის, არქანჯელო ლამბერტის, ჩოლოყაშვილის, ფატმანის, რჩეულიშვილის, კანდელაკის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. გაგარინის, კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს.
სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალეს, სტრაბონის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, გეხტმანის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, დავარის, გულანშაროს, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, იოაკიმე და ანას, ჩოლოყაშვილის, ხანძთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, როსტევანის, ჩხიკვაძის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, კაკაბაძის, ბატონიშვილის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
მარშალ გელევანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებებს, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ჰეიდარ აბაშიძის, ლვოვის, ოდესის, ოსეთის, ლომონოსოვის, მიხეილ ასათიანის, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.