ფოტომოდელი გველები, ანუ რა ხდება საქართველოში

მას შემდეგ, რაც ქართულ სოცქსელებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადაღებული გველების ფოტოები გავრცელდა, მომხმარებლები ქვეწარმავლების შემოსევაზე ალაპარაკადნენ
Sputnik
ჰერპეტოლოგის თქმით, ეს წელი არაფრით არ განსხვავდება წინა წლებისგან. აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ დაჭერილი გველების ფოტოები სოცქსელებით ვრცელდება.
თბილისის პარკებში, როდესაც ადამიანები გველს აღმოაჩენენ, მისგან დისტანციის დაცვის ნაცვლად, ფოტოების გადაღებას იწყებენ, თითქოს ფოტომოდელს ან სუპერვარსკვლავს ხედავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული 24 სახეობიდან, შხამიანი არის რვა.