უკრაინულ სამხედრო მოქმედებების თეატრში სუსტ შეიარაღებას, არასაკმარის ჯავშანს, დიდ მასასა და ძველი ტანკის, M1A1 Abrams-ის კაპრიზულ გაზ-ტურბინულ ძრავს შეუძლია საბოლოოდ გაანადგუროს მითი ამერიკული იარაღის ძლიერების შესახებ.
ადრე ერაყში, იემენსა და ავღანეთში ასობით "აბრამსი" დაიწვა ან მწყობრიდან გამოვიდა — საბჭოთა გადასატანი ყუმბარმტყორცნების ცეცხლის ან "აჯანყებულების" ხელნაკეთი ნაღმების აფეთქებისგან.
7 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ უკრაინაში M1A1 Abrams-ის ძველი ტანკების პარტია მიემგზავრებოდა. უკრაინის სამხედრო ძალები "აბრამსებს", საბრძოლო მასალებითა და სერვის-კომპლექტებით, შემოდგომის დასაწყისამდე მიიღებენ. 1984 წლის ნიმუშის M1A1 Abrams-ის ბატალიონი (სულ 31 ტანკი) ფრონტზე ამინდს ვერ შექმნის. რუსულმა ჯარებმა ზაფხულის ორ თვეში გაანადგურეს დაახლოებით იგივე რაოდენობის გერმანული "ლეოპარდი", 400-ზე მეტი სხვა ტანკი, სულ 1780 ერთეული ჯავშანტექნიკა.
რუსული თავდაცვითი სისტემა არ არის ამერიკული "ქარიშხალი უდაბნოში" და პენტაგონის თანამშრომლები უკრაინელ მეთაურებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ "აბრამსი" რეზერვში ჰქონდეთ, უფრო ახლოს ბრიტანულ "ჩელენჯერებთან" და ფრანგულ "ლეკლერკებთან". ოპტიმალურია დასავლეთ უკრაინის ტერიტორია, დაზიანებული ამერიკული ტანკების პოლონეთში ევაკუაციის მოსახერხებლად.
"ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ", და მაინც, პენტაგონი უკრაინის სამხედრო ძალებს მეორად, გარემონტებული კორპუსის მქონე, გამოყენებულ M1A1-ებს უგზავნის აშშ-ის არმიის პარკიდან, ადრე დაპირებული M1A2 თანამედროვე ტანკების ნაცვლად.
რა თქმა უნდა, M1A1-ის ანალოგურ ვერსიასა და ციფრულ M1A2-ს შორის ტექნოლოგიური უფსკრულია (როგორც სადენიან და მობილურ ტელეფონებს შორის). უკრაინელი ტანკისტები მიიღებენ ამერიკულ მანქანებს, რომლებშიც არ არის: საბრძოლო ინფორმაციული მართვის სისტემა, მეთაურის პანორამული თბოვიზური ხედვის სამიზნე, თბოვიზორი მექანიკოს-მძღოლისთვის და ურანის ჯავშნის ფილები შუბლის ნაწილში.
საბრძოლო კომპლექტში არ შევიდა ჯავშანსაწინააღმდეგო ჭურვები გაღარიბებული ურანის ბირთვებით. შეინიშნება უკრაინის არმიისთვის "აბრამსების" მიწოდების პარადოქსული დაჩქარება მათი საბრძოლო ეფექტურობის შემცირების ხარჯზე. ამასთან ამერიკული ჟურნალი Foreign Policy ადრეც აღნიშნავდა: "უკრაინის იმპროვიზირებული არმია სულ უფრო მეტ უვარგის სათამაშოს იღებს". ამერიკის შეერთებული შტატები ანტიკვარიატს გასცემს და ამ დახმარების ფასი იქნება მაქსიმალური, თანაც არა მხოლოდ ფულადი.
Abrams-ის საბრძოლო დანაკარგები
Abrams-ების ძირითადი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები ანგრევს მითს ამერიკული იარაღის ძლიერების შესახებ. M1A2-ის შედარებით ახალ ვერსიებსაც კი აქვს ტექნოლოგიური ხარვეზები და კრიტიკული სისუსტეები.
"აბრამსი" ძალიან მძიმეა — მასა 60 ტონაზე მეტია (ყველა ხიდი ვერ გაუძლებს) და წარმოუდგენლად "მჭამელია" — საავიაციო ნავთის ხარჯი 100 კილომეტრზე 700 ლიტრამდეა.
რუსეთის ჯარების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები ბრძოლის ველზე "აბრამსს" გადარჩენის შანსს არ აძლევს: კომბინირებული დანაღმული ბარიერები ეფექტურად "მუშაობს" 24/7-ზე, არტილერია და დაუღალავი კამიკაძე დრონი "ლანცეტი" უშეცდომოდ ურტყამს, T-90M "პრორივი" მძიმე ჯავშანტექნიკას 5 კილომეტრამდე მანძილზე, რაკეტა "ვიხრი-M" (კა-52) და PTRK "კორნეტი" — 10 კილომეტრამდე.
მეორე მხრივ, ამერიკული M1A1 Abrams-ის 120-მმ-იან ჭურვს შეუძლია სამიზნეს 3 კილომეტრის მანძილზე დაარტყას. 7,62 და 12,7 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიამფრქვევები გამარჯვებას არ გვპირდებიან მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში.
"აბრამსების" იარაღის მართვის სისტემა მაქსიმალურად გამარტივებულია უკრაინული ეკიპაჟების მომზადების დაჩქარებისთვის. მართლაც, ქვემეხიდან სასროლად საკმარისია ლაზერული სიგრძის მზომი და ელექტრონული ბალისტიკური გამომთვლელი.
ოპერაცია "ქარიშხალი უდაბნოში" (1991 წელი) უკანასკნელი ოპერაცია იყო 18 "აბრამსისთვის". 2003-2011 წლების ერაყის ომის დროს ამერიკული სატანკო პარკის 70% დაიწვა ან გაქრა. ერაყის არმიისთვის გადაცემული 140 "აბრამსის" M1A1 ვერსიიდან 2016 წლის ბოლოსთვის "ჯიჰადისტებმა" 47 გაანადგურეს. თანამედროვე მოდიფიკაციებიც კი დაუცველი აღმოჩნდნენ ბრძოლის ველზე.
2015 წელს საუდის არაბეთმა ათობით "აბრამსი" გადასცა იემენურ დაჯგუფებებს, რომლებიც ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძოდნენ. "ამბოხებულებმა" ერთი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის (ამერიკული) 20 მანქანა გაანადგურეს, მათ შორის სამი M1A2S Abarms ტანკი. აღსანიშნავია, რომ "აბრამსი" ყოველთვის მოქმედებდა ჰაერიდან მხარდაჭერით, ისინი არასოდეს გაუნადგურებია ტექნოლოგიურად აღმატებული მოწინააღმდეგის არმიულ და მოიერიშე ავიაციას.
უკრაინის ტერიტორიაზე Leopard 2A4 ტანკების გამოჩენამ გავლენა არ მოახდინა რუსული ჯარების ცეცხლოვან, ტაქტიკურ და სტრატეგიულ დომინირებაზე. "აბრამსი" და ნატოს სხვა სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებები ზედმეტად "მითოლოგიზებულია", მაგრამ უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო სისტემის საბრძოლო დაპირისპირებისთვის ტექნოლოგიურად შეუსაბამოა და რუსულ ანალოგებთან შედარებას ვერ გაუძლებს.
სპეცოპერაციაში საუკეთესო ტანკი გამოდგა Т-90М "პრორივი". რუსული ძირითადი საბრძოლო ტანკი, 48 ტონიანი Т-90М ნატოს ანალოგებს თავისი თაობის საბრძოლო სიმძლავრით, სამიზნეების დაზიანების მანძილით, სიჩქარით და მანევრირებით აღემატება.
ყველაზე დაბალი სილუეტი ყველა თანამედროვე OBT-ს შორის და დინამიური დაცვის კომპლექსი "რელიქტი" საიმედოდ იცავს ჯავშანსაწინააღმდეგო ქვეკალიბრიანი სარაკეტო ჭურვებისგან, საშუალებას აძლევს T-90M "პრორივს", დარჩეს დაუზიანებელი ბრძოლის ველზე.
ახალი ტანკების გამოშვება რუსეთის ფედერაციაში მრავალჯერ გაიზარდა – წელიწადში 1000-ზე მეტი. 500 დღის განმავლობაში რუსეთმა გერმანიას გადაასწრო და გახდა მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკა (მსოფლიო ბანკის მონაცემები, გამოქვეყნებული აგვისტოს დასაწყისში) — ეს არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ელემენტი ნატოს სტრატეგიული დამარცხებისათვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე