თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კახეთში, სოფელ ხაშმში, მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მოზარდი წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს არასრულწლოვანი უკვე გარდაცვლილი დახვდა.