თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეზე სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და მდინარეში ჩავარდა. ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და „112"-ს შეატყობინეს.
ამ დროისთვის ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია, იგი სოფელ ჩითახევის მკვიდრი იყო.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.