მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანია დაღუპული. დაინგრა ხიდები, დაზიანდა გზები. მაშველების დახმარებით სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნა, მათ შორის შვიდი ბავშვის.
გამანადგურებელი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის დამთხვევაა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყრამდე იყო წვიმები, მყინვარის ინტენსიური ლღობა, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია, მაღლობებზე მოხდა ქვათაცვენა, იყო მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
მსოფლიოში მსგავსი ბუნებრივი მოვლენების წარმოქმნის ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, წერია პირველად დასკვნაში.
მანამდე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.