აქციის მონაწილეები ხომალდს დახვდნენ სტვენითა და შეძახილებით, შეურაცხმყოფელი ჟესტებით და უამრავი პლაკატით. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. შედეგად 9 ადამიანი დააკავეს. აქცია გრძელდება და დემონსტრანტები დარჩებიან ადგილზე მანამ, სანამ გემი არ დატოვებს პორტს.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც სოჭსა და თურქეთს აკავშირებს, რეგულარულად შემოვა ბათუმში. ლაინერის მგზავრებს საქართველოში ვიზა არ ესაჭიროებათ. ბორტზე ბევრი რუსია. საპროტესტო აქცია ლაინერის ბათუმის პორტში პირველი შემოსვლის დროსაც გაიმართა.