ფოთში, ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო

Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ფოთში, ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებულიი ინფორმაციით, მოზარდები ზღვაში საბანაოდ შევიდნენ და გაუჩინარდნენ.
ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი უკვე იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.