გურიაში გზაზე ავტოტრანსპორტისთვის ერთი თვით სპეციალური რეჟიმი წესდება

შეზღუდვა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 13-32,6-ე კმ მონაკვეთზე 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით:
ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია.
კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საავტომობილო გზის 1-12-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.