დიდუბის ხიდის ქვეშ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება ხვალიდან რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
პირველ ეტაპზე, 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში შეზღუდვა შეეხება დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ასევე გადაადგილება შეიზღუდება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებიც იმოძრავებენ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.
წყარო - თბილისის მერია