ამინდის პროგნოზის სხვადასხვა ვებ-გვერდებს თუ გადავხედავთ, ივლისში შავი ზღვის სანაპიროზე წვიმა ხშირად იქნება. თუმცა არანაკლები იქნება მზიანი დღეებიც. იქნებ ეს სასიამოვნოც კი აღმოჩნდეს – ივლისის მწველი მზის წინააღმდეგ შხაპუნა წვიმა ნამდვილად ეფექტური საშუალებაა.