ამინდი ბათუმში: 7-13 აგვისტოს ზუსტი პროგნოზი

კვირის დასაწყისი ბათუმში მზიანი იქნება. ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება. კვირის მეორე ნახევრიდან სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ორშაბათს, 7 აგვისტოს, ბათუმში მზიანი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 26, დღისით მაქსიმალური კი 30 გრადუსი იქნება.
სამშაბათს, 8 აგვისტოს, ბათუმში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 30, ღამით მინიმალური კი პლუს 25 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 9 აგვისტოს, ბათუმში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24, დღისით მაქსიმალური პლუს 30 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 4 მეტრი იქნება.
ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, ბათუმში მოიღრუბლება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 24, დღისით მაქსიმალური კი 29 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 11 აგვისტოს, ბათუმში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 23 გრადუსი, მაქსიმალური კი 32 გრადუსია მოსალოდნელი.
შაბათს, 12 აგვისტოს, ბათუმში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 28, ღამით მინიმალური კი პლუს 21 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 6 მეტრი იქნება.
კვირას, 13 აგვისტოს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24, დღისით მაქსიმალური პლუს 27 გრადუსი იქნება.