ტრაგედია შოვში: მეწყრის ჩამოწოლის მძიმე შედეგები - ფოტო

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 30 მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
Sputnik
უკვე ორი დღეა მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, 200-ზე მეტი ადამიანი გაყვანილია საშიშროების ზონიდან. რეგიონში მოქმედებს ოპერატიული შტაბი. სარემონტო ბრიგადებმა უკვე დაიწყეს გზების გაწმენდა და ინფრასტრუქტურის აღდგენა.
1 / 12

შოვში მეწყრის ჩამოწოლა ერთდროულად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ გამოიწვია

2 / 12

მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილი დაიფარა 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ინერტული მასით

3 / 12

მეწყერმა გაანადგურა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა

4 / 12

სტიქიური უბედურების შედეგად ასობით ადგილობრივის ქონება დაზიანდა

5 / 12

კატასტროფის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები

6 / 12

ათზე მეტი დაღუპული და ათობით დაკარგული - ასეთი ტრაგიკული შედეგები მოჰყვა სტიქიას

7 / 12

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მეწყერი ერთდროულად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ გამოიწვია და მისი თავიდან აცილების არანაირი შანსი არ არსებობდა

8 / 12

რეგიონში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ნიადაგის ეროზიის პროცესები, დადნა მყინვარები, იყო ღვარცოფები, ახლა კი კოკისპირული წვიმები

9 / 12

სპეციალისტების თქმით, შოვში მეწყერი კლიმატის ცვლილების შედეგია

10 / 12

სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში სარემონტო ბრიგადებს ქართული ჯარი დაეხმარება

11 / 12

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

12 / 12

კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი შოვი მდებარეობს ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ონის მუნიციპალიტეტში