შემდეგ მათ მსვლელობა დაიწყეს ლისის ტბის მიმართულებით, სადაც „პრაიდი“ უნდა გამართულიყო.
მოგვიანებით პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ისინი სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ და პოლიციის ერთ-ერთი კორდონი გაარღვიეს. პოლიციის თანამშრომლებმა მომიტინგეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.