დიდი ზიანი საქართველოსთვის - ექსპერტი რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე - ვიდეო

რუსებით სავსე საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლის წინააღმდეგ გამართული პროვოკაციული საპროტესტო აქციების გამო ტურისტული სეზონი ჩაიშალა
Sputnik
ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ისაუბრა საქართველოს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ქართველი ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები რუსებით სავსე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ხმაურიანი საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციის დროს მოხდა პოლიციასთან დაპირისპირებაც, დაკავებული იყო 19 ადამიანი. ამ მოვლენების ფონზე ლაინერის მარშრუტიდან ამოიშალა ბათუმის მიმართულება.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკურორტო სეზონი ჩავარდა დასავლური აგენტურის მოქმედების გამო. ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბიუჯეტში რუსი ტურისტების წყალობით 1 მილიარდი დოლარი შემოდის, ტურიზმის წყალობით დასაქმებულია 30-40 ათასი ადამიანი. ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს“, – განაცხადა მჟავანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება სურს. ექსპერტმა გაიხსენა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადება რუსეთის ფედერაციასთან ვიზების გაუქმების შემდეგ იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ფრენა არ სჭირდებათ.