თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ერევა არჩევნებში და მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარი ოპონენტის დონალდ ტრამპის გისოსებში ჩასმას ცდილობს, წერს წარმომადგენელთა პალატის წევრი მარჯორი ტეილორ გრინი Twitter-ზე.
მისი თქმით, ეს წმინდა წყლის კორუფციაა.
„პრეზიდენტ ტრამპს აპატიმრებენ, სიღრმისეული სახელმწიფო დევნის მას. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მან „დანაშაული“ ჩაიდინა და 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. ჯო ბაიდენი და მისი იუსტიციის სამინისტრო აწარმოებენ არჩევნებში ჩარევის ყველაზე კორუმპირებულ კამპანიას, რაც კი ოდესმე გვინახავს“, — მიაჩნია კონგრესვუმენს.
მანამდე ექს-პრეზიდენტმა ტრამპმა მის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლოს იმ „პოლიტიკური ოპონენტის დევნა“ უწოდა, რომელიც რესპუბლიკური პრაიმერიზების ლიდერიცაა და ამასთან „ბევრით უსწრებს“ თავად ჯო ბაიდენს, რის გამოც მისი დამარცხება საარჩევნო მეთოდებით არ გამოდის.