ვინ მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას? - ფოტო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს საპროტესტო აქციებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
Sputnik
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად აქციების რეგულარულად გამართვისა, სააკაშვილი ისევ პატიმრობაშია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.
1 / 12

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

2 / 12

ბოლო მსგავსი აქცია კანცელარიის შენობასთან გაიმართა

3 / 12

მონაწილეებს სააკაშვილის უამრავი ფოტო ჰქონდათ

4 / 12

მათი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა

5 / 12

აქციებს უკვე რეგულარული სახე აქვს, თუმცა სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია

6 / 12

საეჭვოა ასეთი აქციებით სიტუაციის გარდატეხა მოხდეს

7 / 12

სააკაშვილი 2021 წლის სექტემბერში უკრაინიდან საქართველოში ფარულად ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმ დროისათვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე - დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე

8 / 12

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა და საზღვრის უკანონო კვეთა

9 / 12

დაკავების შემდეგ სააკაშვილმა ციხის საკანში 6 თვეზე ნაკლები დაჰყო, დანარჩენი დრო მან გაატარა ციხის კლინიკაში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან იმყოფება კლინიკა „ვივამედში“. არასაკმარისი კვების გამო მას ახლა კახექსიაზე მკურნალობენ

10 / 12

სააკაშვილის ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული და იყო სიკვდილის პირას. მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა სასჯელაღსრულების სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტს გათავისუფლებაზე უარი განუცხადეს

11 / 12

სააკაშვილის დაცვა ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა დემენცია, კახექსია და გამოხატული ატაქსიური სინდრომი, რაც გათავისუფლების საფუძველია. „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია ჰქონდა. მაგრამ, მისი თქმით, კახექსია გამოწვეულია არა მალაბსორბციით, როგორც დაცვის მხარის მოწვეულმა ექსპერტებმა განაცხადეს, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმით

12 / 12

აპრილში სააკაშვილის ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სასამართლოების მიერ მისი გათავისუფლების ან სასჯელის შეჩერებაზე უარის თქმის გამო. მაისში სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ექს-პრეზიდენტს ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა. გარდა ამისა, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა