რა შედეგები გამოიღო ოპოზიციის პროტესტმა ბათუმში - ფოტო

ქართველი ოპოზიციონრები და მათი მხარდამჭერები ორშაბათს რუსებით სავსე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ხმაურიანი საპროტესტო აქციის დახვდნენ
Sputnik
აქციის დროს რამდენჯერმე მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება. ამ მოვლენების ფონზე სოჭიდან თურქეთში მიმავალი ლაინერის მარშრუტიდან ბათუმი ამოიღეს.
1 / 9

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande მეტჯერ აღარ შემოვა ბათუმის პორტში

2 / 9

ამის მიზეზი გახდა საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც ლაინერს ხვდებოდნენ სტვენით, ლანძღვითა და ჟესტიკულაციებით

3 / 9

ამჯერად აქცია უფრო ხმაურიანი იყო

4 / 9

მომიტინგეები ღამითვე შეიკრიბნენ და ლაინერს დილის 6 საათზე პორტში შესვლისას დახვდნენ

5 / 9

დემონსტრანტები უსტვენდნენ და ყვიროდნენ. პოლიცია პორტში წესრიგის დამყარებას ცდილობდა

6 / 9

სხვადასხვა მონაცემებით, დაკავებულია 19-დან 23-მდე ადამიანი პოლიციასტან დაპირისპირების დროს

7 / 9

აქციის მონაწილეები ასევე უსტვენდნენ და კვერცხებს ესროდნენ პორტიდან ქალაქში გამავალ ტურისტების ავტობუსებს

8 / 9

ახლა საპროტესტო აქციების გამართვა საჭირო აღარ იქნება, Astoria Grande ბათუმის პორტში აღარ შემოვა

9 / 9

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აქციას „ველური საქციელი“ უწოდეს. ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი აქციების შედეგები ქვეყანას ზიანს აყენებს