აქციის დროს რამდენჯერმე წარმოიქმნა კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება. წესრიგის უზრუნველსაყოფად ადგილზე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი ძალები.
დემონსტრანტების უკმაყოფილების მიზეზი ახალი ავტოსადგურის გახსნაა. მძღოლები ირწმუნებიან, რომ მგზავრებს კარგავენ და დანაკლისი აქვთ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თანამედროვე სტანდარტებს ძველი ავტოსადგურიც აკმაყოფილებდა.