ქართველმა სპორტსმენმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ვიდეო
13:41, 3 აგვისტო 2023
კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციამ ერთდროულად ორი რეკორდი დააფიქსირა, რომლებიც ერთი დღის განმავლობაში დაამყარა ქართველმა სპორტსმენმა ნოდარ ქებაძემ
თავიდან ნოდარ ქებაძე ერთი წუთის განმავლობაში მარჯვენა ხელზე 108-ჯერ აიზიდა. წინა მსოფლიო რეკორდი 70 აზიდვა იყო. მეორე რეკორდი სპორტსმენმა ერთი საათის განმავლობაში თითებზე 1 321-ჯერ აზიდვით დაამყარა. წინა რეკორდი გახლდათ 1 240 აზისვა.