თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „პირველი არხი".
ინციდენტი სასტუმრო „სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გაემგზავრნენ.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა, მათგან 6 ბავშვია.