წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 აგვისტოს დღის ბოლოდან 5 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში (განსაკუთრებით კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.