რუსების ლაინერი ქართული ოპოზიციის სამიზნე აღმოჩნდა - ფოტო

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ტურისტებს სოჭიდან თურქეთში ჩაიყვანს, ივლისიდან რეგულარულად შემოვა ბათუმში. ეს არ მოსწონს საქართველოს ოპოზიციას, რომელმაც ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია გამართა.
Sputnik
ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა 27 ივლისს უკვე მოაწყვეს პირველი საპროტესტო აქცია საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შესვლის წინააღმდეგ. 31 ივლისს ლაინერი კვლავ უნდა ეწვიოს ბათუმის პორტს.
განსაკუთრებით აქტიური მომიტინგეები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოსულა. ჯამში ყველაფერი ექსცესების გარეშე დასრულდა. პარასკევს, გამთენიისას ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande რეგულარულად შემოვა ბათუმში, მის მგზავრებს კი საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკთხთან დაკავშირებით. სანქციების ქვეშ მყოფი გემები და გემთმფლობელები საქართველოში არ შემოვლენ“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
Astoria Grande დაცურავს პალაუს დროშით, მას ემსახურება თურქული კომპანია Miray Cruises International, ლაინერი ეკუთვნის Goodwin Shipping Limited-ს, კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე. გემი არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს.
1 / 12

ბათუმის პორტში ასობით მომიტინგე მივიდა

2 / 12

ისინი მოითხოვდნენ, რომ ხომალდი არ შემოსულიყო ბათუმის პორტში

3 / 12

ლაინერის ბორტზე უამრავი რუსი იმყოფებოდა

4 / 12

საპროტესტო აქციის გამო 27 ივლისის დილიდან ნავსადგურში პოლიციის გაძლიერებული ძალები განთავსდა

5 / 12

სერიოზული ინციდენტები არ ყოფილა, თუმცა მცირედი დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მაინც მოხდა

6 / 12

საპროტესტო აქციაზე მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები, ლოზუნგები და საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაღუპულთა სურათები

7 / 12

ლაინერი ივლისიდან რეგულარულად შემოვა ბათუმის პორტში

8 / 12

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით. სანქციების ქვეშ მყოფი გემები და გემთმფლობელები საქართველოში არ შემოვლენ

9 / 12

Astoria Grande დაცურავს პალაუს დროშით, მას ემსახურება თურქული კომპანია Miray Cruises International. გემი არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს

10 / 12

ლაინერი ეკუთვნის Goodwin Shipping Limited-ს, კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე

11 / 12

მასზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები

12 / 12

ლაინერმა უკვე დატოვა ბათუმი. ის პორტში 31 ივლისს დაბრუნდება