თბილისის ღირსშესანიშნაობები: დედა ენის პარკი და მისი ისტორია - ფოტო

დედა ენის პარკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პარკია თბილისში.
Sputnik
დედა ენის პარკი მდებარეობს თბილისის ცენტრში, იუსტიციის სახლის მახლობლად. მის მეორე მხარეს მდებარეობს მშრალი ხიდი, სადაც სუვენირებითა და სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობენ.
1 / 15

ამ პარკის სახელი უკავშირდება ქართული ენის სახელმწიფო ენად შენარჩუნებისათვის ბრძოლას

2 / 15

1977 წელს საბჭთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის გეგმა შეიმუშავა. საქართველოს 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახალში ქართული ენა სახელმწიფო ენად აღარ იყო გამოცხადებული

3 / 15

ამის შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო. 1978 წლის 14 აპრილს დედაქალაქში დიდი მიტინგი გაიმართა ენის სტატუსის შენარჩუნების მიზნით

4 / 15

მრავალათასიანი აქციის შედეგად ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა

5 / 15

ამ მოვლენის აღსანიშნავად პარკში დედა ენის ძეგლი დაიდგა

6 / 15

14 აპრილი კი დედა ენის დღედ გამოცხადდა

7 / 15

პარკს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს

8 / 15

დღეს დედა ენის პარკის ტერიტორია სრულად კეთილმოწყობილია

9 / 15

აქ უამრავი მოსასვენებელი ადგილია

10 / 15

უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით ყველგან დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები

11 / 15

პარკში არის საბავშვო მოედანი

12 / 15

და ძაღლების გასასეირნებელი ადგილიც

13 / 15

აქ ასევე არის სკეიტ-პარკი

14 / 15

პარკის მახლობლად მდებარეობს იუსტიციის სახლი და დიდი საპარკინგე ადგილი

15 / 15

დედა ენის პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკრეაციული ზონაა თბილისში