თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება „პირველი არხი".
უწყების თანამშრომლების განცხადებით, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც დაცვის სამსახურმა შენობის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.
ამ დროისათვის იუსტიციის სახლის მიმდებარე პერიმეტრი და შენობაში შესასვლელები პოლიციის მიერ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.