თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა, რომელიც ბრაზილიის სან-პაულუში იმყოფება ვიზიტით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ფერნანდო ადადს ოქროს იაგუარის ფიგურა აჩუქა, თუმცა ბრაზილიელ მაღალჩინოსანს საჩუქრის უკან დაბრუნება მოუწევს.
ძვირფასი ლითონის საჩუქარი – ხის ტოტზე გაწოლილი იაგუარის ფიგურაა, რომელიც მწვანე ქვის კვარცხლბეკზეა დამაგრებული. ფიგურის ზომები და წონა, ასევე მისი სავარაუდო ღირებულება არ არის დაკონკრეტებული.
ბრაზილიის ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საჩუქარის უკან დაბრუნების მიზეზი პროტოკოლური წესების დარღვევაა, რომლის თანახმად, ოფიციალური პირები ვალდებული არიან წინასწარ აცნობონ შესაბამის სამსახურს ძვირადღირებული საჩუქრების თაობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ საუდის არაბეთის ხელისუფლება განმეორებით მოინდომებს საჩუქრის გადაცემას, მათ იმ სავალდებულო პროცედურების დაცვა მოუწევთ, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობითაა განსაზღვრული.