თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ფლორენციაში დამამძიმებელ გარემოებაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ქართული მედია გამოცემა Firenzetoday.it-ზე დაყრდნობით.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ზაფხულს ნიღბიანი მამაკაცი აფთიაქში შეიჭრა და იარაღის მუქარით 1200 ევრო გაიტაცა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი დაწესებულებაში სათამაშო იარაღი შეიჭრა, თან ჰქონდა დასაკეცი დანაც. შემთხვევის ადგილიდან საქართველოს მოქალაქე მოპარული მოპედით მიიმალა.
იტალიის პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება ქალაქის სხვადასხვა უბანში ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებით შეძლო.