თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიხრჩო, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.
„ბოლო ათწლეულის მანძილზე დახრჩობა გახდა 2,5 მლნ-ზე მეტი სიკვდილის მიზეზი, ამასთან, რაც საგანგაშოა სიკვდილიანობის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველაზე ხშირად იხრჩობიან ერთიდან ცხრა წლამდე ბავშვები, რაც „ხაზს უსვამს მომავალი თაობების დასაცავად დაუყოვნებლივი ქმედებების აუცილებლობას, განაცხადეს ჯანმოში.
ორგანიზაციაში გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად საინვესტიციო გეგმაა საჭირო, რომლის წყალობითაც 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში 774 ათასზე მეტი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს 400 მლრდ-ზე მეტი ეკონომიკური ზარალის თავიდანაცილებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.