მუსიკალურ საღამოები საქართველოს რეგიონებში გრძელდება

ზაფხულის მუსიკალური საღამოები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ „მუსიკალურ საღამოებს“ დღეს ბაკურიანი, ზუგდიდი, ადიგენი, ხაშური და რუსთავი მასპინძლობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ამ ქალქებში ღონისძიებებისთვის სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. დაგეგმილია, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა.
ძირითადი ღონისძიებები 19:00 საათიდან არის დაგეგმილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე პროექტი „მუსიკალური საღამოები", სადაც თბილისიდან მიწვეული მომღერლები და ანსამბლები გამოვლენ, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. საღამოები უკვე ჩატარდა საქართველოს ქალაქების უმეტესობაში.
„მუსიკალური საღამოების“ სტუმრებს ყველა ქალაქში ასევე აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის კი გასართობი შოუები ეწყობა.